2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამავე პერიოდში ქვეყანაში გადმორიცხულ ფულად გზავნილებს 4-ჯერ ჩამორჩება.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 201.4 მლნ დოლარის ინვესტიცია, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, 2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 566.4 მლნ დოლარი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით კი, იანვარ-მარტში გადმორიცხვების მოცულობამ 813.965 მლნ დოლარი შეადგინა.

2024 წლის პირველ კვარტალში შემცირდა ფულადი გზავნილებით, თუმცა აქ კლებამ 35.1% შეადგინა. კერძოდ, თუ 2023 წლის სამ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა შეადგენდა 1.255 მლრდ დოლარს, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 813.965 მლნ დოლარამდე შემცირდა.