ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის მარტში 569,572 შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7,473,387 ერთეულია.
გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია სადებეტო, თუმცა შემცირებულია საკრედიტო ბარათების ოდენობა. 2022 წლის თებერვალში მიმოქცევაში 827 966 საკრედიტო და 6 273 593 სადებეტო ბარათი იყო.
სადებეტო ბარათებიდან 2 329 294 ერთეულია VISA, 3 974 517 ერთეული – Mastercard, ხოლო სხვა - 1 169 576.
საკრედიტო ბარათების გადანაწილება შემდეგია: VISA – 144 092 ერთეული, Mastercard – 94 088 ერთეული, ხოლო სხვა – 331 392 ერთეული.