საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის 18%-ია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში სავალუტო რეზერვების ზომა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა, წლიურად კი მატება 1.3 მილიარდი დოლარია.
ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების ახორციელებს და ამისთვის Bmatch-ის პლატფორმას იყენებს. 2023 წლის პირველ სამ თვეში სებ-მა $460 მილიონი შეისყიდა, მარტში კი ინტერვენციები რეკორდული იყო და $220 მილიონს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს. სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია.
საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმამდე $5.13 მილიარდამდე გაიზარდა
როგორ მუშაობს რუსეთის „კოგნიტიური ომი“ საქართველოში?
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა - მხეიძემ და ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
„ოკუპაციის საერთაშორისო დღის წესრიგი სუსტდება, ევროპული მიზანი ქრება, საქართველო პარტნიორების გარეშე რჩება...“ - აქუბარდია კობახიძის გამოსვლაზე
ირაკლი კობახიძის გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ლაუნჯები
1790269200