საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22,843-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 100.3 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.4 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.
აგვისტო საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბილებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა.
აგვისტოში, ყველაზე მაღალი - 1.98%-იანი - ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელები შესაბამისად 1.51% და 1.22%-ით გაიზარდნენ.
წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:
კონსერვატიული – 7.29%
დაბალანსებული – 8.11%
დინამიკური – 9.20%
აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს - პორტფელების შექმნიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე მისი გაწლიურებული ამონაგები 13.8%-ია, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 12.7% და 11.6%-ს შეადგენენ.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7.4 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს