საქართველოს საბანკო სექტორში ძირითადად კვლავ დომინანტური ადგილი 2 ბანკს უკავია, 2021 წლის მონაცემების შესაბამისად მთლიანი აქტივების მიხედვით ლიდერი იყო თიბისი ბანკი, რომელშიც თავმოყრილია სექტორის დაახლოებით 39% , ხოლო მეორე ადგილას კი საქართველოს ბანკი - 36%-ით. ეს ორი ბანკი ასევე ლიდერია როგორც წმინდა მოგების, ასევე მთლიანი გაცემული სესხებისა და ჯამური დეპოზიტების მიხედვითაც; დაახლოებით იგივე სიტუაციაა 2022 წლის ბოლოსთვისაც.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასანქცირდა ვითიბი ბანკი, რომელიც 2021 წლის ბოლოსათვის საქართველოშიც სისტემურ ბანკად განიხილებოდა, რადგანაც მასზე მოდიოდა მთლიანი აქტივების დაახლოებით 3,54% (2,245,673,513 ლარი), მთლიანი გაცემული სესხების 3.60%, ხოლო დეპოზიტების 4.10%.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად ბაზისბანკმა შეიძინა ვითიბი ბანკის სესხებიც და დეპოზიტებიც და შესაბამისად ეს ბანკი 2022 წლის ბოლოსათვის უკვე სისტემურ ბანკად ჩამოყალიბდა; მაგალითად, 2022 წლის ბოლოსათვის ბაზისბანკის მთლიანი აქტივები შეადგენდა 3, 092, 391,741 ლარს (2021- ში ანალოგიური მონაცემი იყო 1, 868,427, 282 ლარი); ამ კუთხით იგი მცირედით ჩამორჩება ლიბერთი ბანკს; გაცემული სესხები 2022 წლის ბოლოსათვის 2, 076,335 113 ლარია, ხოლო ჯამური დეპოზიტები კი 1,953, 330, 819 (იგივე მაჩვენებლები 2021 წლის ბოლოს შეადგენდა 1,254,684,411 და 878,100,114 ლარს); აღსანიშნავია რომ ამ ოპერაციის შემდეგ ბაზისბანკის მიერ გაცემული სესხებისა და მიღებული დეპოზიტების ოდენობა გაცილებით აჭარბებს პროკრედიტბანკის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ანუ ბაზისბანკი საშუალო ზომის ბანკებში ლიდერ პოზიციაზე გადის. (ამ ბანკის წმინდა მოგებაც გაზრდილია 43, 753,091-დან 53, 210,417-მდე)

2022 წლის სექტორის შედარებითი მონაცემები ჯერჯერობით ეროვნული ბანკის საიტზე არ არის განახლებული