ვიყავი შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა, მისი მიზანი ღონისძიების იქ ჩატარებაა, – ამის შესახებ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა აბუ დაბიში გასამართი ღონიძიების წინ TNT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
უაითის თქმით, ისურვებდა, მერაბ დვალშვილმა სამშობლოში იბრძოლოს.
„ვიყავი შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა, მისი მიზანი ღონისძიების იქ, საქართველოში ჩატარებაა. ეს ყველაფერი სწორედ დღეს, შუადღით მოხდა. ვისურვებდი, მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა თავის სამშობლოში ჩაატაროს“, – აღნიშნა უაითმა.
ამჟამად UFC-ს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ქამარს მერაბ დვალიშვილი ფლობს, ხოლო მსუბუქი დივიზიონისას (70კგ) – ილია თოფურია.