დიდ ბრიტანეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება სექტემბერში წინა წელთან შედარებით 27.1%-ით შემცირდა და 51 090 ერთეული შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო მწარმოებლებისა და მოვაჭრეების საზოგადოება (SMMT) ავრცელებს.

გამოშვების თითქმის ნახევარი ელექტრომობილებზე მოდიოდა - 24,45 ათასი (ზრდა 14,7%-ით).

„სექტემბრის შედეგები გასაკვირი არ იყო, თუ გავითვალისწინებთ დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ავტომწარმოებლის წარმოების სრულ შემცირებას კიბერშეტევის შემდეგ“, - განაცხადა SMMT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ჰოუსმა.

Jaguar Land Rover–მა კიბერუსაფრთხოების ინციდენტის შესახებ 2 სექტემბერს განაცხადა. კომპანია იძულებული გახდა, ყველა სისტემა გამოერთვა, რამაც გამოიწვია ოპერაციების შეჩერება მის ქარხნებში, რომლებიც დღეში დაახლოებით 1000 ავტომობილს აწარმოებენ. წარმოება მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში განახლდა.

ვრცლად interfax – ზე