საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებული მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, პეკინში, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იასპარეზა. საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, და პირველი გამარჯვებაც - ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ - წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. გაიცანით ნაკრების მონაწილე - გიგი მოლაშხია. გიგის ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მიმართ უზომო ინტერესით იწყება. მას სურვილი ჰქონდა სიღრმისეულად შესწავლა თუ როგორ მუშაობს AI მოდელები და როგორ შეიძლება მათ რეალურ პრობლემებზე გამოყენება.
„AI-ს წელს პირველად შევეხე, ამიტომ ბევრი რამ ნულიდან ვისწავლე. ადრე ხელოვნურ ინტელექტს უფრო როგორც ტექნიკურ ინსტრუმენტს ისე აღვიქვამდი, მაგრამ ოლიმპიადის შემდეგ დავინახე, რომ AI არის კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ცოდნა მხოლოდ კოდის დონეზე არ სრულდება; ოლიმპიადის დროს მივიღე ისეთი ცოდნა, რომელიც საშუალებას მაძლევს პრობლემას სხვადასხვა კუთხით შევხედო და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები შევქმნა”.
ოლიმპიადა გიგისთვის მხოლოდ კონკურსი არ ყოფილა. მისთვის ეს გახდა ახალი შესაძლებლობები ახალი ამბების შესაქმნელად.
„ეს ოლიმპიადა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რადგან აძლევს ახალგაზრდებს შანსს რეალურ, პრაქტიკულ ამოცანებზე გამოცადონ საკუთარი ცოდნა და დაინახონ, სად არის მათი სიძლიერე და სად სჭირდებათ განვითარება. გარდა ტექნიკური უნარებისა, ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს საერთაშორისო მეგობრობას, გუნდური მუშაობის გამოცდილებას, მოტივაციას და ყველაზე მთავარს - თვითრწმენას, რომ შეგიძლია გლობალურ მასშტაბზე კონკურენცია”.
მუდმივი შრომა, ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა - ის სამი გასაღებია, რომლებიც გიგიმ გამარჯვებისთვის მომავალ მონაწილეებს დაუტოვა. ანუ, როგორც თვითონ მრავალჯერ აღნიშნავს: „ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.”
„მომავალ მონაწილეებს ვეტყოდი, რომ კურსზე დარეგისტრირება ნამდვილად ღირს! ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრება - ეს არის თავგადასავალი, უნიკალური შანსი, გახდე გლობალური AI საზოგადოების ნაწილი და ერთ-ერთი მათგანი, ვინც მომავალს შექმნის”.
გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.
გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.