შვეიცარიამ შესთავაზა თავისი ოქროს გადამუშავების სიმძლავრეების ნაწილის შეერთებულ შტატებში გადატანა, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაარწმუნოს, შეამციროს გასულ თვეში დაწესებული 39%-იანი ტარიფები,  - ამის შესახებ Bloomberg–ი  იტყობინება.

შვეიცარიის ხელისუფლება განიხილავს შეერთებული შტატებისთვის დათმობების საკითხს სხვადასხვა სექტორში, ენერგეტიკიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული, მას შემდეგ, რაც შვეიცარიის პრეზიდენტის წინა მცდელობა, დონალდ ტრამპისთვის წინააღმდეგობა გაეწია, წარუმატებელი აღმოჩნდა.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, წინადადება, რომელიც ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტსა და სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს წარედგინა, შვეიცარიული გადამმუშავებელი ქარხნების მიერ ნაკლებად მოგებიანი ოპერაციების შეერთებულ შტატებში გადატანას გულისხმობს.

ვრცლად liga.net – ზე