საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.