საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას ქმნის იმ არაერთი პროექტით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ესენია: STEM სკოლა, STEM ოლიმპიადა და Code IT.

STEM სკოლა 

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით. ეს არის სივრცე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ცნობისმოყვარე მოსწავლეებისთვის, რომლებიც მომავალში თავად გახდებიან ინოვატორები.  STEM სკოლაში მოსახვედრად საჭიროა მისაღები გამოცდის ჩაბარება, წარმატებულ მოსწავლეებს კი შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.  STEM სკოლის სასწავლო პროგრამა უნიკალურია და არც ერთ სასწავლო საგანს არ ჰგავს. მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეიმეცნონ მიკროკონტროლერების მუშაობის პრინციპი. შექმნან და მართონ ჭკვიანი მოწყობილობები, რომლის შესასწავლადაც სპეციალურ ონლაინპლატფორმას, Tinkercad-ს, იყენებენ. მეორე მოდული მთლიანად პრაქტიკას ეთმობა, რაც მოსწავლეებისთვის ყველაზე სახალისო და დატვირთულია ხოლმე.

ინფორმაციისთვის, კომაროვის სკოლისა და „საქართველოს ბანკის“ პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო.

მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე

STEM ოლიმპიადა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელშიც  მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია. გუნდი  VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან უნდა იყოს  დაკომპლექტებული;

STEM ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად ასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად მუშაობს;

STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.

STEM ოლიმპიადის გამარჯვებულ სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა. ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი. დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ STEM ოლიმპიადაზე  და გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ. ოლიმპიადა განკუთვნილია მხოლოდ არა ფიზიკა მათემატიკური სკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კონკურსგარეშე სტატუსით (აღნიშნული სკოლის გუნდებს ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გამოცდილების მიღების მიზნით სთავაზობს პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათი შედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდები საპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).

 

Code IT

საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც  პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე. კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს,  პროფესიული პორტფოლიო შეადგინონ.

ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს. ესენია:

  • HTML & Css
  • JavaScript & Responsive Page
  • React

პროგრამაში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა პროექტის ავტორების მხრიდან სრულად არის დაფინანსებული. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად ხდება. პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.