საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 6 მილიარდ ლარს მიაღწია.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 13.879-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 53.3 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.8 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.35 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რაც მოქალაქეთა ხელფასის 6%-ის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მიმართვას გულისხმობს. სისტემის ფარგლებში იმ პირებს, რომლებიც კანონის მიღებისას, ანუ 2018 წლის აგვისტოში 40 წელს ზემოთ იყვნენ, მიეცათ საშუალება საკუთარი განცხადების საფუძველზე სისტემიდან გასულიყვნენ, ყველა სხვა პირი კი სავალდებულო წესით მონაწილეობს საპენსიო სისტემაში. მოქალაქეები დაგროვებულ პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ (ქალები 60 წლიდან, კაცები 65 წლიდან) საბაზო სახელმწიფო პენსიასთან ერთად მიიღებენ.