2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 778 ათასი ადამიანია გაწევრიანებული,- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს. 

ოფიციალური მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის 37 010 პირმა ისარგებლა. მათზე პენსიის სახით ჯამში 193.55 მილიონი ლარია გაცემული.

ამასთან, სექტემბრის ბოლოს საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მონაწილეთა დანაზოგებზე მიღებული ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს უახლოვდება.