მაისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) სამი გარიგება შედგა, რომელიც „საქართველოს ბანკს“ და საქართველოს სალიზინგო კომპანიას უკავშირდებოდა. ლარში არასაბირჟო გარიგებების საერთო ღირებულება 6960 ლარი შეადგენდა, ევროში კი 10 160 ევროს.
რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, საქართველოს საფონდო ბირჟამ გარიგების გარეშე დახურა აპრილის და მარტის თვე. თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ხუთი გარიგება შედგა, ღირებულება 16086 ლარს შეადგენდა. იანვარში კი ასევე „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული 2 გარიგება იყო, რომლის მოცულობა 210 891 და ღირებულება კი 2,108 ლარი იყო.
გასულ, 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.