თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი 2023-შიც კაპიტალზე მომგებიანობის >20%-იან ტრენდზე გასვლას ვარაუდობს. რასაც ეროვნული ბანკიც (სებ) პროგნოზირებს.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სექტორი  2022 -ის და 2021-ის შედეგს 2023-შიც გაიმეორებს.

მისი თქმით, 2021 წელს 2020-თან შედარებით ბანკების მომგებიანობა მაღალი იყო, საბაზო ეფექტით. სტაბილური ზრდა ბაზარმა 2022-შიც შეინარჩუნდა და წელსაც ასეთი მოლოდინია.

ამასთან აღნიშნა ნახევარწლიური დივიდენდების გაცემაზე, რაც წლის მე-2 ნახევარშიც მოსალოდნელია, თუმცა გრაფიკს დივიდენდის გამცემის ბანკი განსაზღვრავს.

H1/2023-ის მდგომარეობით, სექტორის უკუგება კაპიტალზე 26.7%-ია. ბაზარზე ოპერირებადი 15  ბანკიდან, 12-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. სანქცირებული ვითიბიც. მცირედი ზარალი აქვს "პაშას" და "სილქ ბანკს". ციფრული პეისერას უარყოფითი კოეფიციენტი კი -34%-ს აღემატება.