საქართველოში საბანკო სფერო გამორჩეულია და მთლიანი ეკონომიკისთვის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ამჟამად ლიცენზიას ფლობს თოთხმეტი ტრადიციული კომერციული ბანკი, რომლებიც მომხმარებლებს საბანკო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ. 

საბანკო სექტორის როლი შრომის ბაზარზეც განსაკუთრებულია – ის 27.1 ათას შრომისუნარიან ადამიანს ასაქმებს და მათი საშუალო ხელფასის დონე ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით უფრო მაღალია. 2023 წლის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში საშუალო თვიური ანაზღაურება (მაღალი რანგის ხელმძღვანელების გარეშე) 3 713 ლარი იყო, რაც წინა პერიოდთან შედარებით 15.9%-ით მეტია. ამ პერიოდის მდგომარეობით, ტრადიციულ კომერციულ ბანკების შორის უმსხვილესი დამსაქმებელი „თიბისი ბანკი“ (29%), „საქართველოს ბანკი“ (25.7%) და „ლიბერთი ბანკი“ (21.6%) იყო. 

წარმოგიდგენთ 2023 წლის მდგომარეობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომერციული ბანკების რეიტინგს:
1. პროკრედიტ ბანკი

ანაზღაურება: ₾ 5 347

დასაქმებული: 269 

2023 წელს „პროკრედიტ ბანკში“ საშუალო ყოველთვიური ანაზღაურების დონე 10.6%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ბანკში დასაქმებულთა რაოდენობა 4.3%-ით შემცირდა. 2023 წელს კომერციული ბანკი წლის განმავლობაში 23 საშუალო დონის ხელმძღვანელსა და 246 სხვა თანამშრომელს ასაქმებდა. ამ პერიოდში დასაქმებულთა ფარდობაში საშუალო დონის მენეჯერთა წილი 8.6% იყო.

2. ზირაათ ბანკი

ანაზღაურება: ₾ 4 781

დასაქმებული: 54 

2023 წელს „ზირაათ ბანკში“ ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო დონე 14.2%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ბანკში დასაქმებულთა 29.6% საშუალო დონის მენეჯერები იყვნენ, სულ 16 ადამიანი, ხოლო 46 პირი – სხვა თანამშრომლები. წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა არ შეცვლილა.  

3. პაშა ბანკი

ანაზღაურება: ₾ 4 678

დასაქმებული: 384

„პაშა ბანკის“ ანაზღაურების საშუალო დონე 2022 წელთან შედარებით 2023 წელს 10%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა – 15.7%-ით. 2023 წელს ბანკი 52 საშუალო დონის მენეჯერს (13.5%) და 332 სხვა თანამშრომელს ასაქმებდა. 

4. ბანკი ქართუ

ანაზღაურება: ₾ 4 656

დასაქმებული: 345

2023 წელს „ბანკ ქართუში“ დასაქმებულთა რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში დასაქმებულთა 11.6%, 40 პირი, საშუალო დონის ხელმძღვანელი იყო, ხოლო დანარჩენი 291 პირი – სხვა თანამშრომლები. ამ პერიოდში დროებით დასაქმებულთა რაოდენობა 14 ადამიანი იყო. 2023 წელს ანაზღაურების დონე 16.7%-ით გაიზარდა.  

5. იშ ბანკი

ანაზღაურება: ₾ 4 227

დასაქმებული: 54

2023 წელს „იშ ბანკში“ ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი 30.9%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14.3%-ით შემცირდა. 2023 წლის განმავლობაში ბანკი 54 ადამიანს ასაქმებდა. 

6. თიბისი ბანკი

ანაზღაურება: ₾ 3 473

დასაქმებული: 7 850

2023 წელს „თიბისი ბანკში“ ანაზღაურების საშუალო დონე 25.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის 4.3%-იანი ზრდა იყო. 2023 წლის განმავლობაში ბანკი 243 საშუალო დონის ხელმძღვანელს და 6 669 სხვა თანამშრომელს ასაქმებდა. თიბისი ბანკში ამ პერიოდში დროებით 938 ადამიანი მუშაობდა. საშუალო დონის მენეჯერთა წილი დასაქმებულთა რაოდენობაში 3.1% იყო. 

7. ბაზის ბანკი*

ანაზღაურება: ₾ 3 441

დასაქმებული: 907

2023 წელს „ბაზის ბანკში“ ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი 8.4%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობის მატებამ 1.7% შეადგინა. „ბაზის ბანკი“ 2023 წელს 34 საშუალო დონის მენეჯერს (3.7%) და 873 სხვა თანამშრომელს ასაქმებდა. 

8. საქართველოს ბანკი

ანაზღაურება: ₾ 3 385

დასაქმებული: 6 967

2023 წელს „საქართველოს ბანკში“ დასაქმებულთა რაოდენობა 1.4%, 95 საშუალო რგოლის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 6 853 – სხვა თანამშრომელი. ამ პერიოდში დროებით 19 ადამიანი მუშაობდა. 2023 წელს „საქართველოს ბანკის“ დასაქმებულთა რაოდენობა 10.4%, ხოლო საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელი 10.2%-ით გაიზარდა.  

9. ტერა ბანკი

ანაზღაურება: ₾ 3 304

დასაქმებული: 637

2023 წელს „ტერა ბანკში“ დასაქმებულთა 7.8%, 50 საშუალო დონის მენეჯერი იყო, ხოლო დანარჩენი 533 – სხვა თანამშრომელი. ამ პერიოდში ბანკი 54 ადამიანს დროებით ასაქმებდა. 2023 წელს ბანკში ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი 22.7%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა – 11.6%-ით.  

10. სილქ როუდ ბანკი

ანაზღაურება: ₾ 3 079

დასაქმებული: 129

2023 წელს „სილქ როუდ ბანკი“ 30 საშუალო დონის მენჯერს (23.3%) და 99 სხვა თანამშრომელს აერთიანებდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 55.4%-ით გაზრდილია, ხოლო ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი – 26.4%-ით.  

11. კრედო ბანკი

ანაზღაურება: ₾ 2 531

დასაქმებული: 3 659

„კრედო ბანკში“ დასაქმებულთა 4.5% საშუალო რგოლის მენეჯერია. 2023 წლის მდგომარეობით ბანკი 164 საშუალო დონის ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფ და 1 355 სხვა მუდმივ შტატში მყოფ თანამშრომელს ასაქმებდა. ამ პერიოდში დროებითი ხელშეკრულებით 2 140 ადამიანი იყო დასაქმებული. 2023 წელს „კრედოში“ დასაქმებულთა რაოდენობა 14.3%-ით გაიზარდა, ხოლო მათი ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი – 3.9%-ით. 

12. ლიბერთი ბანკი 

ანაზღაურება: ₾ 1 649

დასაქმებული: 5 851

2023 წელს „ლიბერთი ბანკში“ დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობის მატება 2.8%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში ბანკში 1.8%, 105 საშუალო რგოლის მენეჯერი და 4 625 სხვა თანამშრომელი საქმიანობდა. 2023 წელს „ლიბერთი ბანკში“ 1 121 ადამიანი დროებით დასაქმებული იყო. 

ვრცლად: forbes.ge