საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, ხაზი გაესვა EBRD-ის როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერის მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.