ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

საწვავი ყველაზე იაფია რუსეთში, სადაც A-92 მარკის ბენზინი - 0,49 ევრო ღირს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,54 ევროა, A-98 მარკის ბენზინის ფასი - 0,64 ევროს, დიზელის საწვავის ფასი კი - 0,59 ევროს შეადგენს.

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინი  - 1.026 ევრო ღირს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,10 ევროა, A-98 მარკის ბენზინის - 1.76 ევრო, დიზელის საწვავის  კი - 1.05 ევრო.

აზერბაიჯანში - A-92 მარკის  ბენზინი -0,53 ევრო ღირს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 1,06 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 1,22 ევრო, დიზელის საწვავი კი - 0,42 ევრო ღირს.

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1.15 ევროა, A-98  მარკის ბენზინი - 1.17 ევრო ღირს, დიზელის საწვავის ფასი - 1.09 ევროს შეადგენს.

ასევე უნდა აღინიშნოს, საწვავის ფასები საქართველოს მეგობარ ქვეყნებში:

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,129 ევრო ღირს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი - 1,18 ევროა, A-98 მარკის ბენზინი - 1.23 ევროდ იყიდება, დიზელის საწვავის ფასი კი - 1,16 ევრო შეადგენს.

მოლდოვაში - A-92 მარკის ბენზინი  - 1,274 ევრო ღირს,  A-95 მარკი ბენზინი - 1,29 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1,51 ევრო, დიზელის საწვავი კი - 1,08 ევრო.