ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელი, ქრისტინ ლაგარდი გამომცემლობა Le Figaro-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მშპ-ს მეორე კვარტალის მაჩვენებელი „საკმაოდ დამაიმედებელია“. მიუხედავად ამისა ლაგარდი აცხადებს, რომ სექტემბრის კომიტეტზე განაკვეთი კვლავ შეიძლება გაიზარდოს. 

ლაგარდის განცხადებით, ამ ეტაპზე განიხილება განაკვეთის როგორც გაზრდა, ისე 3.75%-ზე დატოვება.

შეგახესენებთ, 27 ივლისს, კომიტეტის სხდომაზე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი მეოთხედი პუნქტით 3.75%-მდე გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საფუძველი ინფლაციასთან ბრძოლაა, რომელიც ევროზონაში გასულ თვეში 5.5%-მდე შემცირდა. მიუხედავად მაჩვენებლის კლებისა, საკვების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჯგუფზე ფასების წლიური ზრდა 11.6%-ს აღწევს.

ეს  ბოლო ერთ წელიწადში მე-9 მატება იყო, რომელმაც განაკვეთი ჯამში 4%-ით გაზარდა.