2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 150 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
თუმცა, ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი რყევების გამო, ზოგიერთმა ბანკმა იზარალა. საკურსო სხვაობიდან მიღებული წმინდა ზარალით, ლიდერი „ქართუ ბანკი“, რომელმაც თითქმის 2 მლნ ლარი იზარალა.
საკურსო სხვაობიდან მიღებული წმინდა ზარალის მიხედვით, ბანკების 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემები ასეთია:
ქართუ ბანკი — ზარალი 1 993 474 ლარი (2022 წლის 3 თვეში 1 244 624 ლარი).
სილქ ბანკი — ზარალი 253 382 ლარი (2022 წლის 3 თვეში 92 514 ლარი).
ლიბერთი ბანკი – 0 ლარი (2022 წლის 3 თვეში 0 ლარი).
ვითიბი ბანკი — 0 ლარი (2022 წლის 3 თვეში ზარალი 26 702 132 ლარი).
2023 წელს ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მეთხუთმეტე ბანკი ბაზარზე ახლად შემოსული „პეისერაა“ (ციფრული ბანკი), რომელსაც ჯერ საოპერაციო საქმიანობა არ დაუწყია.