ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.108 მლრდ გირვანქა სტერლინგია. გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის ფასი.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 2.53%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 30.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.49 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 51%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.97%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 24.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.33 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 40%-ითაა გაზრდილი.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 1.12%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.96 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 370 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 29%-ითაა გაზრდილი.