„დევიდი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაზე იმუშავებს, რათა  ამერიკაში კრიპტოინდუსტრია განვითარდეს“,- აღნიშნა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა „ცარი“ კონკრეტული ტიტული.

ერთი რამ კი ცხადია, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში, „კრიტპოს ცარი“, ბირჟების კომისიის წევრები (SEC) თუ სავაჭრო კომისიის (CFTC) თავმჯდომარეები კრიპტო-საკონსულტაციო საბჭოში ერთად იმუშავებენ და ეცდებიან ამერიკის ციფრული პოლიტიკა შეცვალონ.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს ზოგადად, ტრამპის მხარდამჭერი ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები მინიმალური რეგულაციების დანერგვას მხარს უჭერენ.  მათი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დაწესებულმა რეგულაციები შეიძლება ხელი შეუშალოს ინოვაციური სექტორების განვითარებას, მათ შორის ისეთი ვალუტების, როგორიც ბიტკოინია, ამიტომ ყველა რეგულაცია სექტორთან უნდა შეთანხმდეს.

წყარო: www.reuters.com