ოქროს ფასი პარასკევს გლობალურ ბირჟებზ შემცირდა, ბაზარი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, კევინ უორშის, ჯექსონ-ჰოლში დაგეგმილ გამოსვლას ელოდება.
სპოტურ ბაზარზე ოქროს ფასი 0.5%-ით, უნციაზე 4 580.19 დოლარამდე შემცირდა. აშშ-ში ინფლაციური წნეხის შენარჩუნებამ — PCE-ის ინდექსი 3.7%-ზეა — ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების მოლოდინი გააძლიერა, რამაც ძვირფასი ლითონის მიმზიდველობა შეამცირა.
ამასთან, ინსტიტუციური მოთხოვნა და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები კვლავ ხელს უწყობს ბაზარზე ლითონის გრძელვადიან პოზიტიურ ტენდენციას.
სხვა ძვირფასი ლითონებიდან ვერცხლის ფასი 0.6%-ით, უნციაზე 68.85 დოლარამდე შემცირდა, პალადიუმი 0.2%-ით, 1 349.44 დოლარამდე, ხოლო პლატინა 0.3%-ით, 1 840.78 დოლარამდე გაიაფდა.