მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი შედარებით სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება. 23 ივლისისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 090 დოლარს შეადგენს, თუმცა დღის განმავლობაში ფასი 1.35%-ით შემცირდა.
ვერცხლის შემთხვევაში, ერთი უნციის ფასი ამ დროისთვის 58 დოლარია, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 1.86%-იან კლებას წარმოადგენს.
საქართველოში ძვირფასი ლითონების ფასი სინჯის მიხედვით განსხვავდება. ამ დროისთვის 999 სინჯის ოქროს ერთი გრამი 361 ლარი ღირს, 750 სინჯის ოქროს ფასი 271 ლარს შეადგენს, ხოლო 585 სინჯის — 211 ლარს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულება 5.17 ლარია, ხოლო 875 სინჯის ვერცხლის ფასი 4.53 ლარს შეადგენს.