2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.17 მლრდ ლარით, ანუ 3.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.83 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის ივნისის ბოლოს 69.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

6 თვე / 2023 წელი
თიბისი   26,937,117
საქართველოს ბანკი 26,554,648
ლიბერთი 3,718,872
ბაზისბანკი 3,100,243
კრედო 2,307,511
პროკრედიტ ბანკი 1,699,502
ტერა ბანკი  1,602,707
ქართუ 1,507,020

2023 წლის ივნისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 13 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.