მიკროსაფინანსო სექტორის მოგება 10%-ით გაიზარდა. 2023 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 125.326 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წლიურად 11.6 მლნ-ით ანუ 10%-ით არის გაზრდილი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 1.7 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1. 573 მლრდ ლარი იყო. სულ გაცემული სესხების რაოდენობა 850 554-ს შეადგენს, შესაბამისად გაცემული სესხების წმინდა ზრდა 23 373 -ია.

მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტების ძირითად სეგმენტს ფიზიკური პირები წარმოადგენენ, რომლებზეც გაცემულია 1.678 მლნ ლარის სესხები. პორტფელის უდიდესი წილი - 831 მლნ კი სალომბარდე სესხებს უჭირავს.

2023 წლის მონაცემებით, მისო-ების მიერ გაცემული სესხები სახეობების მიხედვით შემდეგია:

• სალომბარდე სესხი - 830.84 მილიონი ლარი;
• სამომხმარებლო სესხები - 493.77 მილიონი ლარი;
• ვაჭრობა და მომსახურება - 181.87მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობა - 105 მილიონი ლარი;
• განვადება - 53.6 მილიონი ლარი;
• იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 25.6 მილიონი ლარი.