მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა წლიურად ძირითადად შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

2024 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტოპ მისო-ებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების ქონება „კრისტალს“ აქვს დასაკუთრებული და 439 000 ლარს შეადგენს, მეორე ადგილზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალია“ 242 300 ლარით, მესამეზე კი „ლიდერ კრედიტია“ 204 300 ლარით, მეოთხეზე „ლაზიკა კაპიტალია“ 145 800 ლარით, ხოლო მეხუთეზე 95 470 ლარის ქონებით „რიკო ექსპრესი“.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მოგება წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. მიკროსაფინანსო სექტორი ამ დროისთვის 34 კომპანიითაა წარმოდგენილი.