ორგანიზაცია IHA -მ 2024 World Hydropower Outlook-ი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს ყველაზე მეტი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეები ექსპლუატაციაში ჩინეთმა შეიყვანა.

მიმოხილვის მიხედვით, გლობალური ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრე 2023 წელს 1412 გიგავატამდე გაიზრდება, თუმცა ის ხუთწლიანი საშუალო კლების ტენდენციას ავლენს. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა რეიტინგში 37-ე ადგილზე მოხვდა.

Top 10 ქვეყანა, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეები შეიყვანეს ექსპლუატაციაში:

  • ჩინეთი - 6749 მგვტ.
  • ნიგერია - 740 მგვტ.
  • კოლუმბია - 643 მგვტ.
  • ლაოსი - 548 მგვტ.
  • ნეპალი - 478 მგვტ.
  • კამბოჯა - 459 მგვტ.
  • უგანდა - 408 მგვტ.
  • თურქეთი - 399 მგვტ.
  • კონგო - 382 მგვტ.
  • ვიეტნამი - 334 მგვტ.