„ვალენსიის“ გულშემატკივრები სინანულს არ მალავენ იმის გამო, რომ გიორგი მამარდაშვილი გუნდს ტოვებს. ქართველმა მეკარემ „მესტალიაზე“ ბოლო თამაში 18 მაისს, „ბილბაოსთან“ ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
ქართველ მეკარეს, რომლის ტრანსფერიც 2021 წლის ზაფხულში „ლივერპულმა“ გამოისყიდა, ვალენსიელი გულშემატკივრებიც დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
„მამარდაშვილი ლეგენდაა, წარმატებებს ვუსურებთ, მისი თამაში სულ გვემახსოვრება, „ვალენსია“ ყოველთვის მისი სახლი იქნება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.
„პატივისცემა „ვალენსიის“ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს, რომელმაც გუნდი ლა ლიგა 2-ში გავარდნას გადაარჩინა“.
„სპორტული თვალსაზრისით, მამარდაშვილის წასვლა გუნდის ყველაზე მტკივნეული დანაკლისია“, – წერენ გულშემატკივრები.
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ოთხი სეზონი გაატარა, 126 მატჩი ჩაატარა და კარის „მშრალად“ შენახვა 36 შეხვედრაში მოახერხა.