საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის 4 თვეში, საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 43.1% შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  5.7%-ია.

2025 წლის იანვარი-აპრილში თვეში, თბილისში არსებული ბრენდირებული სასტუმროების 44.7% იყო დატვირთული, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ  STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, საქართველოში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კუთხით, აპრილში დატვირთვის კოეფიციენტი 55%-ს შეადგენს, რაც 9.3%-ით მეტია 2024 წლის აპრილთან შედარებით.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 60.4% შეადგინა, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10.8%-ია. 

 ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.