მიკროსაფინანსო სექტორმა გასული წელი 139.6 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4%-ით მეტია. 2024 წლის მეოთხე კვარტალში მისოების წმინდა მოგება 133.6 მილიონი ლარი იყო.

ბაზრიდან ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (MBC-ისა და "კრისტალის) მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, მისოების საკრედიტო პორტფელი  წლიურად 77 მილიონი ლარითაა შემცირებული. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1. 893 მილიარდი  ლარი  იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1. 970 მილიარდ ლარს აჭარბებდა.

მისოების მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილი კვლავ  ფიზიკურ პირებზე მოდის. გასული წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ჯამურად ფიზიკურ პირებზე 1.871 მილიარდი ლარის სესხებია გაცემული. იურიდიული პირებზე გაცემული კრედიტების მოცულობა კი 21 მილიონს შეადგენს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით  ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

1tv.ge