ქართულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა პირველი კვარტალი ჯამში 30 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტი იყო. 

მისო-ების აქტივები ჯამურად 1.86 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 220 მილიონი ლარით მეტია. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი 90 მლნ ლარით გაიზარდა და 1.58 მილიარდი ლარი გახდა. 

პირველი კვარტალის მონაცემებით, სესხები ასე ნაწილდება:

• სალომბარდე სესხი - 791 მილიონი ლარი;
• სამომხმარებლო სესხები - 417 მილიონი ლარი;
• ვაჭრობა და მომსახურება - 184 მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობა - 105 მილიონი ლარი;
• განვადება - 49 მილიონი ლარი;
• იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 27 მილიონი ლარი.

მისო-ებს ბანკებისა და ინვესტორების მიმართ 1.06 მილიარდი ლარის სესხები აქვთ აღებული. სექტორის კაპიტალის ძირითად წყაროს ქართული კომერციული ბანკებისგან აღებული კრედიტები წარმოადგენს, რაც 389 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისგან მისო-ებს 285 მილიონის სესხები აქვთ მოზიდული.