ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.196 მლრდ გირვანქა სტერლინგია. გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის ფასი.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 9.65%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 33.25 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც საქართველოს ბანკის აქციების ფასის ისტორიული მაქსიმუმია. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.63 მილიარდ სტერლინგს მიაღწია. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 67%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.71%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 23.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 33%-ითაა გაზრდილი.
„საქართველოს კაპიტალის (CGEO) აქციების ღირებულება 1.12%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.31 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 387 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 31.9%-ითაა გაზრდილი.