ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.108 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 206 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 30.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.25% წინა კვირასთან შედარებით და +3.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 318 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 - 31.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.25% წინა კვირასთან შედარებით და +3.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 199 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.50 - 24.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.98% წინა კვირასთან შედარებით და +0.62% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 177 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.92 - 8.36 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 49 ათასი აქცია შეადგინა.