ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.23 მლრდ გირვანქა სტერლინგის აჭარბებს. გასულ კვირას ორი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და +12.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 175 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.70 - 32.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.00% წინა კვირასთან შედარებით და +7.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 69 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.10 - 25.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.76% წინა კვირასთან შედარებით და +8.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 53 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.10 - 9.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.