15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5987 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0002 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0055 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9129 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 16 ოქტომბერს ამოქმედდება.