30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7088 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0164 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1999 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0260 ლარი შეადგინა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.58 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6632 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.55 თეთრი შეადგინა.