კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბრუნოში პოლიციამ მანქანა გააჩერა, რათა უკანონო შემობრუნებისთვის ჯარიმა დაეწერა. მანქანის საჭესთან არავინ იჯდა; აღმოჩნდა, რომ ეს Waymo-ს სერვისის უპილოტო ტაქსი იყო – ამის შესახებ სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს.

პოლიცია ნასვამი მძღოლების წინააღმდეგ რეიდს ატარებდა, როდესაც უპილოტო ტაქსმა წითელ შუქნიშანზე შემობრუნდა. „ვინაიდან მძღოლი არ იყო, ჯარიმის გამოწერა ვერ შევძელით (ჩვენს ბილეთების წიგნაკებში „რობოტის“ განყოფილება არ არის)“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტომ გაუმართაობის შესახებ Waymo-ს აცნობა. პოლიციაში იმედოვნებენ, რომ მანქანებს გადააპროგრამებენ და ისინი აღარ დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.

ვრცლად snob.ru – ზე