ბერლინის შტეგლიცის რაიონში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა წითელი ტყის ჭიანჭველების ერთი ბუდის გამო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ეს სახეობა, რომელსაც ასევე „მელოტ ჭიანჭველას“ უწოდებენ, რადგან მას ჯაგარი არ აქვს, გერმანიაში გადაშენების პირასაა.

დეველოპერი სამშენებლო მოედნების გაწმენდას სექტემბერში გეგმავდა. ეს ახალი უბნის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იყო საჭირო - ელექტროენერგიის, ინტერნეტის, ტელეფონის, წყლისა და კანალიზაციის ხაზების. თუმცა, ერთ-ერთ ასეთ ადგილას, მაყვლის ბუჩქის ქვეშ ჭიანჭველების ბუდე აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სააგენტომ ჭიანჭველების გადაადგილების შესახებ განაცხადი უარყო. აღმოჩნდა, რომ ჭიანჭველების ბუდის გადაადგილების საუკეთესო დრო მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდეა. თუ მწერებს მოგვიანებით გადაიტანენ, მათ ზამთრისთვის მომზადების დრო არ ექნებათ. სანამ ჭიანჭველები მომავალი განვითარების არეალში ცხოვრობენ, არავინ უნდა მიუახლოვდეს მათ 25 მეტრზე ახლოს. სპეციალიზებული კომპანია ჭიანჭველების ბუდეს ხელით გადაიტანს.