25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.42 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6475 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.54 თეთრი შეადგინა.