8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა;

 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7130 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1672 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6422 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.50 თეთრი შეადგინა.