კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული საჩივრების რაოდენობა შემცირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში საფინანსო სექტორის ამ ორ სეგმენტში პრეტენზია 2 848-მდე კლიენტმა დააფიქსირა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2939 იყო.

პროდუქტების მიხედვით, ყველაზე მეტი, 1900  საჩივარი მიმდინარე ანგარიშზე დაფიქსირდა, სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კი პრეტენზია 230-მა ადამიანმა გამოხატა.

პრეტენზიის ხასიათის მიხედვით 1689 პირმა ტრანზაქციების განხორციელება გაასაჩივრა, 660-მა ადმინისტრაცია/მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ პრეტენზიების უდიდესი ნაწილის დამუშავების პროცესი უკვე დასრულებულია. მათი უმრავლესობა - 1648 საჩივარი,  ბანკებმა და მიკრობანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.

bp.ge