ივნისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) 5 გარიგება შედგა, რომელიც შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ და სს „საქართველოს უძრავ ქონებას“ უკავშირდებოდა. დოლარში არასაბირჟო გარიგებების საერთო ღირებულებამ 271 137.41 შეადგენდა.

რაც შეეხება გასული თვეების მონაცემებს, საქართველოს საფონდო ბირჟაზე მაისში 3 გარიგება შედგა, გარიგების გარეშე დაიხურა აპრილის და მარტის თვე. თებერვალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ხუთი გარიგება შედგა, ღირებულება 16086 ლარს შეადგენდა. იანვარში კი „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებული 2 გარიგება იყო, რომლის მოცულობა 210 891 და ღირებულება კი 2,108 ლარი იყო.

გასულ, 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.