2025 წლის ივნისში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გაიზარდა 2025 წლის მაისთან შედარებით 0.5%-ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.4%-ით და 997 ათას 254 შეადგინა. PMCG-ს დასაქმების თრექერის თანახმად, ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.4%-ს შეადგენდა, რაც 2025წლის მაისთან შედარებით 0.2%–ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.3%–ით შემცირებული მაჩვენებელია. 

2025 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 32.8%-ს შეადგენდა, რაც 2025წლის მაისთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო 2024წლის ივნისთან შედარებით 6.6%–ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2025 წლის ივნისში, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.1%–ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 0.6%–თ გაზრდილი მაჩვენებელია.