აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეს ვიზის გაცემაზე უარს ეტყვიან, თუ ის ამერიკის ვიზის გამოყენებას შტატებში მშობიარობის მიზნით გადაწყვეტს.  

,,დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს.

საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი."- წერია საელჩოს განცხადებაში. 

არსებული კანონმდებლობით, ბავშვი, რომელიც ამერიკაში დაიბადება, მისი მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად, აშშ-ს მოქალაქეები ხდება.