ინდოეთის სარეზერვო ბანკმა (RBI), ციფრული რუპიის შესაქმნელად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პროგრამის გაფართოების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ India Times-ი წერს.
RBI-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური ბანკი ეროვნული ციფრული ვალუტის ტესტირებაში მეტი ქალაქისა და ბანკის ჩართვას გეგმავს .
ცნობილია, რომ RBI-მ ციფრული რუპიის საპილოტე პროგრამები 2022 წლის 1 ნოემბერს - საბითუმო და 2022 წლის 1 დეკემბერს - საცალო სეგმენტისთვის დაიწყო. თავდაპირველად ციფრული ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პროექტში 4 ბანკი მონაწილეობდა: ინდოეთის სახელმწიფო ბანკი, ICICI Bank-ი, Yes Bank-ი და IDFC First Bank-ი. მოგვიანებით პროექტს კიდევ 4 ბანკი შეუერთდა: Bank of Baroda, Union Bank of India, HDFC Bank-ი და Kotak Mahindra Bank-ი.
ამჟამად, საპილოტე პროექტში გაწევრიანების პროცესშია კიდევ 5 ბანკი, მათ შორის Punjab National Bank-ი, Canara Bank-ი, Federal Bank-ი, Axis Bank-ი და IndusInd Bank-ი. მუმბაი, ნიუ დელი, ბენგალურუ და ბუბანესვარმა პირველად მიიღეს მონაწილეობა CBDC-ის ტესტირებაში საცალო ვაჭრობისთვის, სადაც მომხმარებლები და ვაჭრები მომხმარებელთა დახურულ ჯგუფში მუშაობდნენ. თუმცა, საპილოტე პროექტი გაფართოვდა და მოიცავს უფრო მეტ ქალაქს - აჰმედაბადს, ჩანდიგარჰს, განგტოკს, გუვაჰატის, ჰაიდერაბადს, ინდორე, კოჩის, ლუკნოუს, პატნას და შიმლას.