გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, 24 ოქტომბრისთვის გადაიდო.
როგორც bm.ge წერს, პროცესი 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო. გადადების მიზეზი უცნობია.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა ივნისში შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
პროკურატურა დაკავებულისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. გიორგი ბაჩიაშვილი სხდომას ესწრებოდა. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტების მითვისება.
დანაშაული სასჯელის სახით 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.