როგორც ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებლისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიენემ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა.
“ეს ერთ-ერთი ჩემი შეხვედრაა აქ, ერთდღიანი მოკლე ვიზიტის პერიოდში, ერევნიდან სახლისკენ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტში, მუდმივი მომხსენებელი ვარ საქართველოზე. [მნიშვნელოვანი იყო] მქონოდა შეხვედრები, პერსონალური შეხვედრები და ვითარება მეგრძნო.
პირველ რიგში, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ელჩებთან, ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე ოპოზიციიდან პოლიტიკოსებთან და ასევე მექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.