აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას, ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
რადიო თავისუფლებამ ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშების აღწერილი გზით გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მისი მონაცემები 20 სექტემბერს 19:00 საათამდე, კვლავ იძებნებოდა „ლიბერთი ბანკსა" და „სილქ ბანკში".
დღის პირველ ნახევარში „საქართველოს ბანკში" იძებნებოდა ოთარ ფარცხალაძის უცხოური ვალუტების მიმდინარე ანგარიშები, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ ბანკინგით შეიზღუდა. მონაცემების გადამოწმება შეუძლებელი გახდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც. ამ საკითხზე ბანკში დამატებითი განმარტება არ გაკეთდა.
ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაცია 20 სექტემბერს არ იძებნებოდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, „თიბისიში".
სრულად წაიკითხეთ აქ.
წყარო: „რადიო თავისუფლება“