ევროზონაში წლიური ინფლაცია 7.0%-ია,  ევროკავშირში - 8.1%. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 2023 წლის აპრილში ყველაზე დაბალი წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა:

ლუქსემბურგში (2.7%), ბელგიასა (3.3%) და ესპანეთში (3.8%).

2023 წლის აპრილში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა:

უნგრეთში (24.5%), ლატვიასა (15.0%) და ჩეხეთში (14.3%).